“ახლა უკვე აღარ შეგრჩება, ამის გარანტიას გაძლევ და ეს საკითხი არის ის, რაც ერთ-ერთი ბოლო წერტილი იქნება”


ავტორი
Front News საქართველო
მინდა, მივმართო ივანიშვილს მელიას თაობაზე, დამთავრდა ის დრო, როდესაც უპრაგონოდ იჭერდი ხან ვაშლის თლაზე, ხან კოსტუმებზე, ხან ათასგვარ სისულელეზე, არავის ამის არ ჯერა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„ვერ დაიჭერ. ტყუილად გგონია, თუ ახლა ამაზე ვიღაც თვალებს ხუჭავს, ძალიან მალე, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა დადგება ფეხზე და არამხოლოდ სანქციები კი არ აგცდება, არამედ, შენ, პირადად არ აგცდება სისხლის სამართლის საქმეები, ამიტომ არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის. ჩემი არამეგობრული, მაგრამ დაჟინებითი რჩევა – ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ, ვითომ დამოუკიდებელი სასამართლო გაქვს, ყველამ იცის, რომ არავინ არავის არ ჭამს, არდაჭერის გადაწყვეტილება, რადგან ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უფრო უარესი პირადად შენთვის, რადგან ახლა უკვე აღარ შეგრჩება ამის გარანტიას გაძლევ და ეს საკითხი არის ის, რაც ერთ-ერთი ბოლო წერტილი იქნება, ამის შემდეგ დაბრუნება არის სრულიად შეუძლებელი. ჭკუით იყავი, მაინც ვერაფერს დაგვაკლებს, ქართველი ხალხი მაინც გაიმარჯვებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს