
ავტორი
Front News საქართველო
ახლადრეაბილიტირებულ ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის №3 საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ოფიციალურად განახლდა.
მოსწავლეებსა და პედაგოგებს შენობის კეთილმოწყობილ გარემოში და განახლებულ საკლასო ოთახებში სწავლის გაგრძელება მიულოცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომერე რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ.
სკოლაში, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარეობს, კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 120 ბავშვი იღებს განათლებას. შენობას სრული რეაბილიტაცია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ჩაუტარდა.
დღესვე, ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა სკოლას საჩუქრად აფხაზეთის მხატვრების ფერწერული ნამუშევრები გადასცა.
თაგები:
რუსლან აბაშიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს