ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დამატებითი სპეციალური რეისი დაინიშნა

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოს მოქალაქეებმა შესაბამის საელჩოებს უნდა მიმართონ
"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. სპეციალური რეისი განხორციელდება მასკატიდან (ომანის სასულთნო) - თბილისის (საქართველო) მიმართულებით 7 მარტს, 23:00 საათზე.
საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:
საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):
• ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335
• ტელეფონი: +971 2 553 36 83
• ელფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge
საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):
• ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071
• ტელეფონი: +974 44 739 499
• ელფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge", - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
დამატებითი სპეციალური რეისი




