ახმედ ზაკაევი – “კადიროველების” ამოცანაა ჟირინოვსკის ჩანაცვლება და მოახერხეს კიდეც


ავტორი
Front News საქართველო
“კადიროველების“ ამოცანაა ჟირინოვსკის ჩანაცვლება და მოახერხეს ეს კიდეც, – ამის შესახებ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ახმედ ზაკაევმა განაცხადა.
მისი თქმით, კადიროვის დაჯგუფებას საბრძოლო გამოცდილება არ აქვს და მისი ფუნქცია ოკუპირებულ ტერიტორიაზე პოლიციური რეჟიმის დამყარებაა.
“სინამდვილეში, არანაირ წინა ხაზზე კადიროველები არ დგანან. კადიროვის ამოცანა არა მხოლოდ მარიუპოლში და სხვა ადგილებში არის ჟირინოვსკის ჩანაცვლება. მართლაც მოახერხეს მისი ჩანაცვლება – რაც კრემლს თავში აქვს, ამას ახმოვანებენ.
მათ აქვთ ერთადერთი რამ – პოლიციური ფუნქციები. ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ შედიან, რომ შემდეგ იქ დაამყარონ პოლიციური რეჟიმი. იგივეს ჩადიოდნენ სირიაში, მათ სირიიდან აქვთ ეს გამოცდილება.
მათ არ აქვთ საბრძოლო გამოცდილება. სწორად დაარქვეს მათ „ტიკ-ტოკ ჯარები“, – განაცხადა ზაკაევმა „ტვ პირველთან“ საუბრისას.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს