Logo

ახმეტაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალი
08.08.2021 / 16:43
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად, ახმეტაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. სამართალდამცველების მიერ ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 2005 წელს დაბადებული დ.ჭ.

 

დანაშაული თავისუფლების 5-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ახმეტაში მაღაზია “იოლის” მოლარე-კონსულტანტს პნევმატური იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დ.ჭ.-მ ყაჩაღური გზით მაღაზიიდან გაიტაცა ფული, სიგარეტის კოლოფები და მიიმალა.

 

პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ახმეტის მუნიციპალიტეტში დააკავა.

 

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

Advertisement