ახმეტაში სტიქიის შედეგად მოზარდი დაშავდა


ავტორი
Front News საქართველო
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კუწახტაში სტიქიის შედეგად არასრულწლოვანი დაშავდა. ბავშვს უამინდობის გამო დაზიანებული სახლის ნაწილი დაეცა.
არასრულწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს და მის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
უხვმა ნალექმა და ძლიერმა ქარმა ახმეტის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა, რამდენიმე სახლს სახურავი გადაეხადა, მოგლეჯილია ხეები.
დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ელექტროგადამცემი ხაზები.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს