ახმეტაში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავტორი
Front News საქართველო
ახმეტაში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეზოს ტერიტორიაზე დამონტაჟებული სატელეფონო ანძების გასასწორებლად, რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ასულ მამაკაცს ფეხქვეშ ბეტონის საყრდენი ჩაენგრა და სიმაღლიდან ძირს ჩავარდა.
35 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ის კომპანია “მაგთიკომის” თანამშრომელი იყო და კახეთში სამუშაოს შესასრულებლად იყო გაგზავნილი.
“მაგთიკომი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახმეტაში შენობის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რომელსაც ემსხვერპლა ჩვენი თანამშრომელი – ბერდია წითელაური.
თანავუგრძნობთ მის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. კომპანიის თანამშრომლებისთვის მძიმე ტრაგედია და დანაკლისია კოლეგისა და მეგობრის ტრაგიკული გარდაცვალება”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
თაგები:
ახმეტა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს