აკია ბარბაქაძე – ის ეშაფოტი უკვე მოჭედილია, სადაც რუსული ფაშიზმი და მისი დამქაშები უნდა გასამართლდნენ, თქვენ მოემზადეთ, იქ მოგიწევთ ადვოკატების აყვანა


ავტორი
Front News საქართველო
ის ეშაფოტი უკვე მოჭედილია, სადაც რუსული ფაშიზმი და მისი დამქაშები უნდა გასამართლდნენ, ოლიგარქიული რეჟიმები იქნება ეს თუ იმათი ხელის ბიჭები, თქვენ მოემზადეთ, იქ მოგიწევთ ადვოკატების აყვანა, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა აკია ბარბაქაძემ განაცხადა, რითაც პრემიერის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა.
აკია ბარბაქაძის თქმით, თავისუფლებისთვის მებრძოლი არცერთი გმირის მიერ დაღვრილი სისხლი დაუფასებელი არ დარჩება.
“ისინი არც ამ ქვეყანას თვლიან დამოუკიდებლად და ამიტომაა, რომ მოგვიწოდებენ, ჩუმად ვიყოთ, ხმა გავიკმინდოთ, რომ რუსი არ გავაღიზიანოთ.
ყველა ტრიბუნაზე გიდევს დოკუმენტი, რომ 2008 წელს საქართველოს ომი არ დაუწყია, შენ კიდევ პირდაპირ გამოდიხარ, პრემიერადწოდებულო, ისევ ჯიუტად გაიძახი, რომ საქართველომ დაიწყო ომი. ამაზე პასუხისგება მოგიწევთ თქვენ, როცა დამთავრდება ეს ომი რუსეთის დამარცხებით და გასამართლდება ყველა, ვინც ხელს უწყობს რუსეთის ამ არაადამიანურ ქმედებებს, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში. ყველა დაისჯება და მოგეთხოვებათ პასუხი.
არცერთი წვეთი სისხლი ტყუილად არ არის დაქცეული, ყველა ის გმირი, რომელმაც თავი დადო საქართველოს თავისუფლებისთვის, მნიშვნელობა არ აქვს, ეს იყო საქართველოს ტერიტორიაზე თუ საქართველოს ტერიტორიის გარეთ, ყველა დაფასებული იქნება და პატივი მიეგება. იმათ, ვინც საწინააღმდეგო ქმედებებს ჩადის, ყველას მოუწევს პასუხისგება.
არ ვიცი ირპენში ჩატარდება, ბუჩაში თუ მარიუპოლში, მაგრამ ის ეშაფოტი უკვე მოჭედილია, სადაც რუსული ფაშიზმი და მისი დამქაშები უნდა გასამართლდნენ, ოლიგარქიული რეჟიმები იქნება ეს თუ მათი ხელის ბიჭები. თქვენ მოემზადეთ, იქ მიგიწევთ ადვოკატების აყვანა“, – განაცხადა აკია ბარბაქაძემ.
თაგები:
აკია ბარბაქაძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა