
ავტორი
Front News საქართველო
ეროვნული შერიგებისთვის, თავისუფლება მიშას – ამ მოწოდებებით პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია იმართება. ისინი სალომე ზურაბიშვილისაგან პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის შეწყალებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში კრიზისული ვითარების დასაძლევად აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.
“ვიდრე ქვეყანაში არის პოლიტიკური დევნა, შერჩევითი სამართალი და სამართალდამცავი უწყებები მუშაობენ ერთი ადამიანის და ერთი ჯგუფის ინტერესების დასაცავად, ქვეყანაში არის კრიზისული ვითარება. მშვიდობიანი განვითარება ვერ იქნება, როდესაც ხელისუფლება არის ლეგიტიმური და დემოკრატიის ფუნდამენტური ნორმები არ არის დაცული. ამიტომ ჩვენ მივმართავთ სალომე ზურაბიშვილს, მას აქვს ამისათვის სამართლებრივი ბერკეტი და თუ უნდა, რომ პირველი სერიოზული ნაბიჯი გადადგას ქვეყანის კრიზისიდან გამოსაყვანად, მან ეს ნაბიჯი უნდა გადადგას”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკო მინაშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს