“აკრძალვა ეხება 2-დან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს და არ ითვალისწინებს გამონაკლისებს”


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაფლაოებზე გასვლა 2-დან 4 მაისის ჩათვლით აკრძალული იქნება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, ტრადიციებიდან გამომდინარე, 2-4 მაისს მოსალოდნელია ბევრი ადამიანის თავშეყრა ერთ ადგილზე, რისი პრევენციისთვისაც დაწესდა აკრძალვა.
"როგორც არაერთხელ უკვე აღინიშნა, ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც იღებს საკოორდინაციო საბჭო, უპირველეს ყოვლისა განპირობებულია ეპიდემიოლოგიური ვითარებით და არსებული რისკებით, რომელიც ამა თუ იმ ღონისძიებას შეიძლება ახლდეს თან. შესაბამისად, სასაფლაოებზე გასვლა აიკრძალა წელსაც, იგივენაირად, როგორც ეს შარშან იყო აკრძალული. აკრძალვა ეხება 2-დან 4 მაისის ჩათვლით პერიოდს და არ ითვალისწინებს გამონაკლისებს გეოგრაფიული ლოკაციის ან ადმინისტრაციული ერთეულის მიხედვით. ეს აკრძალვა ეხება სრულიად საქართველოს“ – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
მისივე განცხადებით, შეზღუდვა 4 მაისის შემდგომ დღეებში არ იმოქმედებს და მოქალაქეებს საფლავზე გასვლა ჩვეულებრივად შეეძლებათ.
თაგები:


შსს – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება ითვალისწინებს 2 წლამდე პატიმრობას, ჯგუფურად ჩადენა – 2-დან 4 წლამდე

3-12 მაისის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს

ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს მოუწოდებს, პოლონეთისთვის 35.4 მილიარდი ევროს ოდენობის გეგმა არ დაამტკიცოს, ვიდრე ევროკავშირის კანონებთან და ღირებულებებთან შესაბამისობა უზრუნველყოფილი არ იქნება