
ავტორი
Front News საქართველო
საუდის არაბეთის საფეხბურთო გუნდმა “ალ ნასრმა” კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შემდეგ, თვალი მსოფლიო ფეხბურთის სხვა ვარსკვლავებსაც დააგდა.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში მყოფი მადრიდის “რეალი” ესპანეთის “სუპერთასისთვის” ალ ნასრის” ბაზაზე ვარჯიშობს, მადრიდელებს სესიის დროს არაბული გუნდის მთავარი მწვრთნელი ესტუმრა, იგი გაესაუბრა კარლო ანჩელოტის და ამის შემდეგ ედენ აზარს გუნდის მაისური აჩუქა. იქამდე კი აქტიურად იწერებოდა, რომ რონალდუს შემდეგ “ალ ნასრს” ბელგიელის მოთამაშის დამატებაც სურდა.
ასევე, ბოლო დღეებში მთავარი განხილვის საგანი სერხიო რამოსის, მარკო როისის და სერხიო ბუსკეტსის სამომავლო პერსპექტივებია. მედია ამ სამ მოთამაშეს “ალ ნასრს” უკავშირებს და მათი ცნობით კლუბი უკვე ესაუბრა ფეხბურთელების წარმომადგენლებს.
როგორც ჩანს, არაბული გუნდი გაჩერებას არ აპირებს და მსოფლიო ფეხბურთის სხვა ვარსკვლავების დამატებას აქტიურად ცდილობს.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
კრიშტიანუ რონალდუ
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს