ალან გაგლოევი – ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გეოპოლიტიკური საკითხებითაა დაკავებული, უკრაინაში ნეონაცისტურ ფორმირებებს ანადგურებს


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალი ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთთან შეერთების საკითხზე მისი წინამორბედის ანატოლი ბიბილოვის მიერ დაანონსებული „რეფერენდუმის“ საკითხს გამოეხმაურა.
“ჩვენი რესპუბლიკის ყველა პრეზიდენტი ამბობდა, რომ ჩვენი ვექტორი რუსეთთან მაქსიმალური ინტეგრაციაა. ამასთანავე, ჩვენ გვესმის, რომ ეს ცალმხრივი პროცესი არაა. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – რუსეთის ფედერაცია, გეოპოლიტიკური საკითხებითაა დაკავებული, ატარებს სპეციალურ ოპერაციას უკრაინაში და ნეონაცისტურ ფორმირებებს ანადგურებს.
ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის უნდა გვესმოდეს. როგორც კი იქნება სიგნალი, რომ ამის დრო დადგა – რეფერენდუმს აუცილებლად ჩავატარებთ“, – განაცხადა გაგლოევმა.
თაგები:
ალან გაგლოევი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა