ალბანა ვოკში - თვალს თუ არ გავუსწორებთ რეალობას, მალე საქართველოში ყველა ოპოზიციური ლიდერი ციხეში აღმოჩნდება, ოპოზიცია კი აღარ იარსებებს


ავტორი
Front News საქართველო
თვალს თუ არ გავუსწორებთ რეალობას, მალე საქართველოში ყველა ოპოზიციური ლიდერი ციხეში აღმოჩნდება, ოპოზიცია კი აღარ იარსებებს, - ამის შესახებ ალბანეთის პარლამენტის წევრმა ალბანა ვოკშიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართა.
მისივე თქმით, ეს არის დევნა და ამას თავისი სახელი უნდა დაერქვას.
"გასულ კვირას დემოკრატიული ოპოზიციის ოთხი ლიდერი დააკავეს არა დანაშაულის ჩადენისთვის, არამედ ე.წ. საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგომაზე უარის თქმისთვის, რომელსაც არაფერი აქვს საერთო კანონის უზენაესობასთან და ყველაფერი პოლიტიკურ დევნასთანაა დაკავშირებული.
არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, პოლიტიკურ პატიმრობაში რჩება. მისი შემთხვევა არ არის ერთადერთი, დაკავებულები არიან სხვა ცნობილი ოპოზიციური ფიგურებიც. მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ქალბატონი თინა ბოკუჩავა, რომელიც ერთ-ერთი შესანიშნავი აქტიური ოპოზიციონერი ქალი ლიდერია, ტერორის სამიზნე გახდა. მისი ქმარი ძალადობრივად გაიტაცეს, მის შვილებს დაემუქრნენ. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის დევნა და ჩვენ ამას უნდა ვუწოდოთ ის, რაც არის.
თვალს თუ არ გავუსწორებთ რეალობას, მალე საქართველოში ყველა ოპოზიციური ლიდერი ციხეში აღმოჩნდება, ოპოზიცია კი აღარ იარსებებს", - განაცხადა ალბანა ვოკშიმ.
თაგები:
ალბანა ვოკში

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს