Logo

ალბანეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

სამართალი
319
Frontnews image description

ალბანეთში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 32 და 36 წლის მამაკაცები დიდი ოდენობით მოპარული ძვირფასეულობის ალბანეთიდან საბერძნეთში გადატანას ცდილობდნენ. 

 

სავარაუდო დამნაშავეებს სამკაულები მანქანაში ჰქონდათ დამალული.

 

დაკავებულების მანქანიდან ამოღებულია 190 სახეობის ოქროსა და ვერცხლის ბეჭდები, სამაჯურები, ყელსაბამები, ოქროს მონეტები, “როლექსის” საათი და მარგალიტის ყელსაბამი.

 

ალბანეთის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებს თან ჰქონდათ 6 000 ევრო, ასევე, ქურდობისთვის სხვადასხვა ხელსაწყოები და მოწყობილობები. 

 

თაგები:

დაკავება
Advertisement