Logo

“ალბათ, დიდი ალბათობით მხარს არ დავუჭერთ “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს”

საზოგადოება
1048
Frontnews image description

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დიდი ალბათობით, თვითმმართველობის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.

"თქვენ იცით, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი დეტალურად ვსწავლობთ ხოლმე საზოგადოებრივ აზრს, კვლევებსაც ვატარებთ და სხვა შანსს გამარჯვებისას ვერ ვხედავთ. ალბათ, დიდი ალბათობით მხარს არ დავუჭერთ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს. იმისთვის, რომ ქვეყანაში რეფორმები სწრაფად მოხდეს,  ხალხზე ორიენტირებულები ვიყოთ, "ქართული ოცნება" არის ჩამოსაშორებელი მმართველობას. ვფიქრობ, რომ საინტერესო გუნდი ჩამოყალიბდა ადამიანების. ფაქტობრივად, ჩვენ ხომ ვაიძულეთ "ქართული ოცნება", რომ შეერთებოდა და ჩვენს განრიგზე მოქმედებს ახლა "ნაციონალური მოძრაობა", გულწრფელად ვთქვათ. ჩვენ გვაქვს ერთი მხრივ, საზოგადოების მხარდაჭერა. დღეს ქუჩაში დავდიოდი და იმდენი ხალხი შემხვდა, დიდ მადლობებს იხდიდნენ, რომ ამოვხსენით ეს რაღაც დაუსრულებელი კრიზისი, თან ამოვხსენით კონკრეტული შედეგით და თან გვაქვს დასავლეთის დიდი მხარდაჭერა, ამაზე გუშინ ლიტვის საგარეო მინისტრისგანაც მივიღეთ პასუხი. უამრავი პრობლემაა ქვეყანაში და ჩვენ უამრავი ინიციატივა გვაქვს. გულწრფელად გეტყვით, დიდ ინტელექტუალურ პოტენციალს ვხედავ იმ ადამიანებში, ვინც ახლა გავარღვიეთ ეს მოჯადოვებული წრე. პროგრამებიც გვაქვს, პროექტებიც და ინიციატივებიც.

ჩემი განწყობაა, არა პერსონალური და პარტიული ამბიციები, არამედ რეალურად გამარჯვების გზით სვლა. მე ასე ვხედავ საქართველოს, რომ როგორც შეთანხმებისკენ ვუბიძგეთ ორ პოლარიზებულ მხარეს ამ სიტუაციაში ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით, ასევე დიდი თანხმობისკენ უნდა ვუბიძგოთ ქვეყანას, რომელიც საქმეზე ორიენტიებული იქნება და ამაში მე ჩვენს როლს ვხედავ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არ გვეშინია პასუხისმგებლობის, იმის, რომ ემოციურ ფონზე შეიძლება სამი-ოთხი დღე ხალხმა ვერ გაიგოს რა გავაკეთეთ, მაგრამ დღეს უკვე შედარებით უკეთესად აანალიზებენ ადამიანები, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ", – განაცხადა ვაშაძემ "ტვ. პირველთან".

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები