Logo

ალბერტ იონსონი – უარყოფითი რიტორიკის გამწვავება გამოიხატა დიდი ზომის პარტიების მოწოდებაში ერთმანეთის დამთავრებასთან დაკავშირებით

პოლიტიკა
1110
Frontnews image description

უარყოფითი რიტორიკის გამწვავება  მეორე ტურში  გამოიხატა დიდი ზომის პარტიების მოწოდებაში ერთმანეთის დამთავრებასთან დაკავშირებით –  ამის შესახებ ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ იონსონმა განაცხადა.

 

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დასკვნაში მოხვდა სახელისუფლებო პარტიის უპირატესობები, რამაც არჩევნების შდეგებზე გავლება მოახდინა და ასევე პრემიერ-მინისტრის განცხადება, სადაც საუბარია რომელიმე მუნიციპალიტეტში ოპოზიციური პარტიის გამარჯვების შემთხვევაში მისი იზოლაციაში აღმოჩენის  შესახებ.  

 

“საარჩევნო კამპანია კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში, აღინიშნებოდა შეურაცხმყოფელი და უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, რომელიც პირველი ტურისთვისაც დამახასიათებელი იყო. მეორე ტურში ეს გამოიხატა დიდი ზომის პარტიების მოწოდებაში ერთმანეთის დამთავრებასთან დაკავშირებით. 

 

კამპანიის ბოლო დღეებში მოიმატა ნეგატიურმა კამპანიამ მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ვიდეო მასალებში. 

 

არჩევნებამდე ერთი კვირის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ცალკეულ ინციდენტებს, მათ შორის პარტიის ოფისებს გარეთ და ოპოზიციასთან დაკავშირებული ყოფილი პოლიციელების დაკავებებს. 

 

მართალია, კანდიდატებს ჰქონდათ კამპანიის თავისუფლად წარმოების შესაძლებლობა, მაგრამ ფართოდ გავრცელებულ და ურთიერთ შეწყობილ ჩივილებს ზეწოლასა და დაშინებასთან დაკავშირებით, ასევე ხელისუფლებაში ყოფნის უპირატესობას ადგილი ჰქონდა პირველ ტურში და მეორეშიც. 
პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ ოპოზიციის მოგებული ნებისმიერი მუნიციპალიტეტი აღმოჩნდებოდა იზოლაცაში ცენტრალური მთავრობის მხრიდან და არ ექნებოდა არავითარი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა,  დაგმობილი იქნა ოპოზიციის მხრიდან, როგორც მათი ამომრჩევლების დაშინების მცდელობა.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანია ორიენტირებული იყო საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე  და კოალიციურ პოლიტიკის  შექმნაზე, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” კამპანია მიმართა უფრო მეტ ეროვნულობაზე პირველ ტურთან შედარებით”, – განაცხადა იონსონმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები