Logo

ALDE - მოვითხოვთ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

პოლიტიკა
215
Frontnews image description

ვგმობთ "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილ 1.5-წლიან განაჩენს, ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ, - ამის შესახებ ALDE-ს განცხადებაშია აღნიშნული.

ALDE ასევე მოითხოვს, რომ მოეხსნას ყველა პოლიტიკური ბრალდება ელენე ხოშტარიას და სხვა დაკავებულ ოპოზიციონერებს.

"ვგმობთ "დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ გამოტანილ 1.5-წლიან განაჩენს, რაც სრულიად არაპროპორციულია მის დანაშაულთან, რომელიც გამოხატვის თავისუფლების გამოყენებასა და საქართველოსთვის პროევროპული მომავლისკენ სწრაფვას წარმოადგენს. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მისი და სხვა დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებისა და აქტივისტების წინააღმდეგ წაყენებული პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნას მოვითხოვთ. ასევე, მოვითხოვთ დამატებითი მიზნობრივი სანქციების დაწესებას. ქართველებო, თქვენ მარტო არ ხართ!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების გამო თავისუფლების 1 წლით და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯეს. ხოშტარია საპატიმროში უკვე 6 თვეა, იმყოფება და შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას 1 წელში დატოვებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები