
ავტორი
Front News საქართველო
რატომ არ მალაპარაკებთ? რატომ არ მაძლევთ სიტყვის თქმის უფლებას? ჩამომახვრჩეთ ბარემ, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დრომდე არ არის დაკავებული, ვინც მის ცემაში მონაწილეობდა.
"რატომ არ მალაპარაკებთ? რატომ არ მაძლევთ სიტყვის თქმის უფლებას? პროკურორს მინდა ვკითხო, ზაქარია ჩოხელი რატომ არ არის დაკავებული, რომელიც მონაწილეობდა ჩემს წამებაში? - ბარემ დამხვრიტეთ პირდაპირ, მაინც იმას გააკეთებ, რასაც გეტყვიან, ჩამომახვრჩეთ ბარემ", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ალეკო ელისაშვილი 2025 წლის 29 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა. ასევე, სცემა მანდატურს, დაკავების პროცესში კი წინააღმდეგობას უწევდა მანდატურებს და ცდილობდა იარაღის ამოღებას. ელისაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თაგები:
ალეკო ელისაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს