ალეკო ელისაშვილი - ჩემს თავზე ჩამოკიდებულია სამწლიანი მუხლი, ვნახოთ, რა იქნება


ავტორი
Front News საქართველო
ჩემს თავზე ჩამოკიდებულია სამწლიანი მუხლი, ვნახოთ, რა იქნება, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მას საქმის მოსამართლე შეუცვალეს.
"მოსამართლე შუა გზაში შემიცვალეს, ერთი მეორეზე უარესია აქ ყველა და რატომ ქნეს ეგ, არ ვიცი.
მოწმეების გამოკითხვის ეტაპი არის, ორი აქამდე გამოკითხეს, 18 დარჩათ. ფაქტია, თავიდან ბოლომდე დადგმული, ნამამაძაღლარი საქმეა, პროვოკაცია მოაწყვეს.
ოქროს მოწმე ჰყავთ ირანელი, რომელიც პირდაპირ მადებს ხელს, რომ პოლიტიკურად დევნიდაო, არადა ერთი ღერი ქართული არ იცის. ფაქტია, რომ ჩემს თავზე ჩამოკიდებულია სამწლიანი მუხლი, ვნახოთ, რა იქნება", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მას გამოძიება 2024 წლის 2 დეკემბერს ალი ბაბაევისთვის ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფის პოლიტიკური ნიშნით მიყენებას ედავება.
ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის 156- ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
ალეკო ელისაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს