Logo

ალეკო ელისაშვილი - დატოვოს თანამდებობა გლდანის ციხის ჯალათმა ხელმძღვანელმა, გაასაჯაროონ კადრები

პოლიტიკა
196
Frontnews image description

ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ამ ჯალათმა, გლდანის ციხის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვოს, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა ეს საკითხი უყურადღებოდ არ უნდა დატოვონ.

"ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ამ ჯალათმა, გლდანის ციხის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვოს. ასევე, კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ ციხის ადმინისტრაციამ და მოძალადე ხელისუფლებამ გაასაჯაროოს თავდასხმის კადრები. ბაჩიაშვილის გაყვანის, მასზე ზეწოლის, მასზე ფიზიკური ზეწოლისა და ცემის, წამების. არ დაიწყონ ბოდიალი, რომ ვითომ, კამერები უცბად ყველგან გაითიშა. ამით არავინ მოტყუვდება. დატოვოს თანამდებობა გლდანის ციხის ჯალათმა ხელმძღვანელმა, გაასაჯაროონ კადრები და ასევე, პირობას ვდებთ, რომ როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით, ყველა, დამკვეთიანად, ორგანიზატორიანად პასუხს აგებს ამ ამაზრზენი ინციდენტის გამო. გვსურს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, საქართველოში აკრედიტებულ უცხოურ საელჩოებს, ყველა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორს ვთხოვოთ, რომ ეს ფაქტი, მსჯავრდებულის, პატიმრის ციხეში გამომწყვდეული ადამიანის წინააღმდეგ, არ დატოვონ უყურადღებოდ. ამაზე ჰქონდეთ, მაქსიმალურად მძაფრი რეაქცია", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, მას ციხეში უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა.

Advertisement