
ავტორი
Front News საქართველო
კანონში რომ ეწეროს, თავი რუსეთისგან უნდა დავიცვათ, მხარს დავუჭერდი. ეს არის რუსეთის კარნახით მომზადებული ინიციატივა, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნებას” თუ გამჭვირვალობა სურს, ღარიბაშვილის ქონება უნდა შეამოწმოს.
“აღმოჩნდა, რომ ” ქართული ოცნებისთვის” ამერიკა და ევროკავშირი მტრები არიან, ამერიკული და ევროპული ფონდების დაბლოკვა უნდათ, ამიტომ არის ეს კანონი რუსული.
კანონში რომ ეწეროს, თავი რუსეთისგან უნდა დავიცვათ, მხარს დავუჭერდი. ეს არის რუსეთის კარნახით მომზადებული ინიციატივა. თურმე, ამდენი ხანია, ქვეყანაში შავი ფული მოდის და არავინ იცოდა, შავი ფულით წალეკილი ვართ, შევარდნაძესაც ეძინა, სააკაშვილსაც და აგერ 12 წელია, ეს ფული შემოდის. პაპუაშვილი 17 წელი გერმანულ ფონდში მუშაობდა, რომელიც ფულებს იქით ანაწილებდა. ე.ი. 17 წელი აგენტები იყვნენ, ქვეყანას აქცევდნენ, 30 წელი შავი ფული შემოდიოდა, არ იცოდნენ და ჰოპ, მდინარაძემ გაიღვიძა და დაფაცურდა. ასეთი ზღაპრები ერთმანეთს მოუყვნენ. გამჭვირვალობა თუ უნდათ, ღარიბაშვილის ქონება შეისწავლონ, ასი ათასიანი საათები ციდან ჩამოვარდა თუ წერომ მიუტანა”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თაგები:
ალეკო ელისაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს