ალეკო ელისაშვილი – პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა “ვივამედი”, ნინო ნადირაძის მიერ ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის, სამართალდამრღვევად ცნო


ავტორი
Front News საქართველო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კლინიკა “ვივამედი”, ნინო ნადირაძის მიერ ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის, სამართალდამრღვევად ცნო, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი წერს.
მისივე თქმით, “ვივამედი” უცნაური კლინიკაა.
“პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კლინიკა “ვივამედი”, ნინო ნადირაძის მიერ ჩემი პირადი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის, სამართალდამრღვევად ცნო. არადა, ხომ გახსოვთ ეს ნინო ნადირაძე როგორ ირწმუნებოდა, არანაირ ეთიკის წესებს მე არ ვარღვევო და თან ჩემი რენტგენის ფოტო (პაციენტის პირადი ინფორმაცია) “ფეისბუქზე” გამოდო. ასეთი უცნაური კლინიკაა, არც დიაგნოზს გისვამენ სწორად და თქვენს პერსონალურ მონაცემებსაც სად გამოდებენ, კაცმა არ იცის. მოკლედ, არ გაეკაროთ და არ ანდოთ თქვენი ჯანმრთელობა ამ სამართალდამრღვევებს”, – წერს ალეკო ელისაშვილი.
თაგები:
ალეკო ელისაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს