ალეკო ელისაშვილი – “ქართულმა ოცნებამ” სახტად დატოვა მთელი მსოფლიო, საქართველოს კი თავი მოჭრა


ავტორი
Front News საქართველო
პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით გაოგნებულია და აცხადებს, რომ ეს იყო სილის გაწნა ევროკავშირისა და შარლ მიშელისთვის.
“მეგონა, რომ ყველაფერი გამაოგნებელი ვნახეთ ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ გუშინ, “ქართულმა ოცნებამ” ყველანაირი მწვერვალი დაიპყრო და სახტად დატოვა მთელი მსოფლიო, საქართველოს კი თავი მოჭრა. “ქართულის ოცნების” ეს საქციელი არის სილის გაწნა ევროკავშირისთვის, შარლ მიშელისთვის და იმ უზარმაზარის ძალისხმევისთვის, რაც გაწიეს როგორ ევროპელმა, ასევე ამერიკელმა პოლიტიკოსებმა.
ვხედავთ, რომ არის ძალიან მკაცრი განცხადებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, თუმცა განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ შარლ მიშელსა და ევროკავშირს, გული მისკდება რას იტყვიან ისინი”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თაგები:
ალეკო ელისაშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა