Logo

ალეკო ელისაშვილი - რახან ათასობით პოლიციელი ჰყავთ გამოყვანილი, როგორც ჩანს, დაჭერას უპირებენ, ეს არის დიდი შეცდომა

პოლიტიკა
6 საათის წინ / 16:48
240
Frontnews image description

რახან ათასობით პოლიციელი ჰყავთ გამოყვანილი, როგორც ჩანს, დაჭერას უპირებენ, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩანს შეშინებულ ხელისუფლება, რომელსაც უამრავი პოლიციელი ჰყავს გამოყვანილი, ისე ეშინია.

"ხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც უამრავი პოლიციელი ჰყავს გამოყვანილი, ისე ეშინია. აქეთ ვხედავთ გამბედავ ხალხს, რომელიც გამბედავ ბიჭს, ზურაბ ჯაფარიძეს უჭერს მხარს.

წარმოდგენა არ გვაქვს, რა ხდება იმ დარბაზში, მაგრამ რახან ათასობით პოლიციელი ჰყავთ გამოყვანილი, როგორც ჩანს, დაჭერას უპირებენ. ეს არის დიდი შეცდომა, მაგრად მოცურდა ხელისუფლება. ჯერ ჩვენი კოალიციის ხალხმა გააწნა სილა, შემდეგ ოქრუაშვილმა და ახლა ზურაბ ჯაფარიძემ, რომელიც ქედს არ ხრის", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს ეზოში კი პოლიციელები არიან მობილიზებული.

Advertisement