
ავტორი
Front News საქართველო
მთელი ცხოვრება ვემზადებოდი იმისათვის, რომ საქართველოსთვის რამე კარგი გამეკეთებინა და ამეხსნა სიყვარული და ცემაში მომკლავენ? ხო დარჩებით დანარჩენი და არ მეშინია, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბრძოლა ახლა იწყება და “ქართული ოცნება” უნდა გაუშვან ხელისუფლებიდან.
“ბრძოლა ახლა იწყება, ყურები არ ჩამოყაროთ. ზღვა ხალხი იყო გუშინ აქციაზე, ზღვა ღელავდა რისხვის რუსთაველის გამზირზე. არც ჩემს ტუჩს მიაქციოთ ყურადღება და არაფერს. გავმხნევდეთ და მოვემზადოთ, ამათ უნდა მოვუგოთ. ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ. ჩვენ უკან დასახევი არ გვაქვს, ჩვენს უკან არის საქართველო, ღირსება და საქართველოს თავისუფლება.
ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვამბობ, რომ შევაკვდე ამისთვისაც მზად ვარ. სულ რომ ცემაში სული ამომხადონ, ბედნიერი ვიქნები.
მთელი ცხოვრება ვემზადებოდი იმისათვის, რომ საქართველოსთვის რამე კარგი გამეკეთებინა და ამეხსნა სიყვარული და ცემაში მომკლავენ? ხო დარჩებით დანარჩენი და არ მეშინია. შეშინებული თავად არიან, პოლიციის უკან იმალებიან”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თაგები:
ალეკო ელისაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს