
ავტორი
Front News საქართველო
სალომე ზურაბიშვილი შეწყალების კომისიას თუ აღადგენს, ეს კარგია, რადგან ამ კომისიის გაუქმება ძალიან ცუდი იყო. მის თავმჯდომარედ თუ ეკა ბესელიას დანიშნავს, კატასტროფა იქნება, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ეკა ბესელიას დანიშვნა იქნება კორუფციის მძვინვარება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
“იმედი მაქვს, სალომე ზურაბიშვილი ასეთ დიდ შეცდომას არ დაუშვებს. ეკა ბესელია თავისი ცხოვრების მანძილზე ფულს აკეთებდა პატიმრების ბედით ვაჭრობით. რა თქმა უნდა, ერთხელ რაღაცას გემოს რომ გაუსინჯავ, სულ გინდა. თან იქ ფული იოლად იშოვება, თუ ნამუსი და შუბლის ძარღვი არ გაქვს. ის ამ ყველაფერს უტრიალებს და სალომე ზურაბიშვილს მოვუწოდებ, კარგად დაფიქრდეს, ასეთ შარში საკუთარ თავს, ქვეყანას და პატიმრების ოჯახებს ნუ გახვევს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა შესაძლოა, შეწყალების კომისია აღადგინოს და მის თავმჯდომარედ ეკა ბესელია დანიშნოს.
თაგები:
ალეკო ელისაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს