ალეკო ელისაშვილი – უხერხულია, როცა კალაძე ფეხს ითრევს და უნდა, რომ ჯოხი სხვაზე გადატეხოს


ავტორი
Front News საქართველო
პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, სულ მცირე, მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ.
“სამწუხაროდ, ტრაგიკული ისტორიების ძალიან გრძელი ჩამონათვალია. 2009 წელს, დიღომში, სტადიონზე ბავშვს ძელი დაეცა და დაიღუპა. ამ წელსვე “რუსთავი 2“-ის შენობა ჩამოინგრა და ორი ადამიანი დაიღუპა. შარშან ბათუმში სადარბაზო ჩამოინგრა, სადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა.
ვარკეთილის მეტროში ჭერი ჩამოვარდა და ორი ადამიანი დაშავდა. ახლა ვაკის პარკში ეს ტრაგედია მოხდა. სისტემური პრობლემის მთელი ჯაჭვია. ერთია – თანამდებობის პირების უპასუხისმგებლობა და 2009 წლიდან რომელი თანამდებობის პირი გადადგა და იგრძნო მორალური პასუხისმგებლობა? ან ვინ დააკავეს მაღალი თანამდებობის პირი და არა ყავის მომდუღებლის თანაშემწე?
სისტემური პრობლემაა ის, როგორ ტარდება ტენდერები, როგორია მოთხოვნა, ექსპერტების კვალიფიკაცია როგორ მოწმდება, სამშენებლო ნორმები არ არსებობს. თუ ამ ყველაფერს არ მოვაგვარებთ, მხოლოდ “გადადექის“ ძახილი არ უშველის, თუმცა “გადადექიც“ მნიშვნელოვანია. უხერხულია, როცა კალაძე ფეხს ითრევს და უნდა, რომ ჯოხი სხვაზე გადატეხოს. ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, სულ მცირე, მაღალი თანამდებობის პირებს უფლებამოსილება უნდა შეუჩერდეთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თაგები:
ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი – ცესკოს 21 ნოემბრამდე აქვს ვადა, რომ გამოაცხადოს არჩევნების შედეგები და არაფრით არ უნდა გაბედოს ამის გამოცხადება

ალეკო ელისაშვილი – მიტყეპეს, კუთხეში დააყენეს და ახლა ღარიბაშვილთან უნდა მივიდეს, რომ თავზე ხელი გადაუსვას, ლოყაზე უჩქმიტოს, ნუ გეშინიაო?

ალეკო ელისაშვილი - მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა დაიწყოს, ძალიან მაინტერესებს მოვიდეს და მოჰყვეს თავისი მათხოჯური ვერსია