Logo

ალეკო ცქიტიშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებაა მიზანი, ეს არის რუსეთის სცენარით დაწერილი პროცესი

პოლიტიკა
154
Frontnews image description

არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებაა მიზანი, ეს არის რუსეთის სცენარით დაწერილი პროცესი, - ამის შესახებ "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამოკითხვა შეეხებოდა დონორებს, თანხების გადარიცხვებს და მიზანს.

"საკითხები ძირითადად შეეხებოდა - დონორები ვინ გყავთ, თანხას როგორ რიცხავენ, ჯარიმების თანხას რატომ იხდიდით და ძირითადად ამ კითხვებზე ვუპასუხე.

ჯარიმის გადასახდელად თანხას, რომ რიცხავდა მოქალაქე და დანიშნულებაში ჩაწერა, "გავიმარჯვებთ სახელოვნად", ამასთან დაკავშირებით მომიწია განმარტება, რომ აქ რაიმე კრიმინალის შემცველი ამ სიტყვებში არაფერი ყოფილა და მარო მაყაშვილის სიტყვებია.

ეს არის რუსეთის სცენარით დაწერილი პროცესი და ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია, როგორც გამოძიება, ისე ყოველი სხდომა, ჩვენი დაბარებები.

არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმებაა ამის მიზანი", - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი ე.წ. პირბადეების საქმესთან დაკავშირებით მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

Advertisement