ალექსანდრე დარახველიძე ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ანაკლიაში ახალგაზრდულ ბანაკს ესტუმრა და ბანაკში მყოფ ახალგაზრდებთან საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანი მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.
მინისტრის მოადგილესთან ერთად შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. მათ 200-მდე ახალგაზრდას მართლწესრიგთან დაკავშირებულ საჭირო და აქტუალურ საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია.
ახალგაზრდებმა მოისმინეს პრევენციული ხასიათის ინფორმაცია ტრეფიკინგის, დისკრიმინაციის, ქალთა და ოჯახური ძალადობის, ბულინგის, კიბერჰიგიენის და სამართალდამცავ უწყებასთან დროული თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე. ასევე, ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო სისტემის შესახებ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობას მისცა მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებზე კომპეტენტური პირებისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
თაგები:
ალექსანდრე დარახველიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს