Logo

ალექსანდრე დარახველიძე - სამწუხაროდ, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით

სამართალი
214
Frontnews image description

სამწუხაროდ, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამის პარალელურად, არის უმკაცრესი პოლიტიკა საჭესთან ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით.

"სამწუხაროდ, ევროპაში პირველ ადგილზე ვართ გზებზე დაშავებულების და გარდაცვალების მაჩვენებლით, თუმცა ჩვენ გვაქვს უმკაცრესი პოლიტიკა საჭესთან ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარებასთან და ამ პოლიტიკის გაგრძელებაა ის ცვლილებები, რომელიც ამავე აქტშია. ამ ცვლილებებით უქმდება ყველანაირი საშეღავათო სისტემა იმ ადამიანებისთვის, ვინც საჭე ალკოჰოლური ზემოქმედების დროს მართა. ძალიან ბევრ ადამიანს ჰქონდა მოლოდინი, რომ მაგალითად, 3 თვის გასვლის შემდეგ მოითხოვდა და აღიდგენდა მართვის მოწმობას - ეს მექანიზმი აღარ იარსებებს. ასევე, ვისაც ამნისტიის საფუძველზე ეპატიათ, ისინი სრულად არ თავისუფლდებიან ადმინისტრაციული სახდელისგან. კერძოდ, ჯარიმა თუ აქვთ დაკისრებული, გადასახდელი ექნებათ. ასევე, ითვლებიან სახდელ დადებულებად და ერთი წლის განმავლობაში თუ განმეორებით ჩაიდენენ იმავე ქმედებას, დაკვალიფიცირდება როგორც განმეორება და არა როგორც პირველად ჩადენილი ქმედება. განმეორების შემთხვევაში უფრო მკაცრი სახდელებია", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამნისტიის საფუძველზე 30 ათასზე მეტ ადამიანს მართვის შეჩერებული უფლება აღუდგება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები