ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ს 14 თანამშრომელია დაშავებული, ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია

ავტორი
Front News საქართველო
შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ათონელზე დაშავებული ერთ-ერთი პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა.
"აქციის ორგანიზატორებმა ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის შენობის ჯებირები დააზიანეს და შენობაში შეჭრა სცადეს. დაფიქსირდა ძალადობის ფაქტები.
საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების, მათ შორის ძალადობრივი ჯგუფების მიერ სამართალდამცველების მისამართით ნასროლი სხვადასხვა საგნის მოხვედრის შედეგად, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელია დაშავებული.
დაშავებულ პოლიციელებს სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაზიანება აღენიშნებათ, მათ შორის ერთ-ერთი მათგანი მიღებული დაზიანებების შედეგად მძიმე მდგომარეობაშია. მათ შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით", - განაცხადა დარახველიძემ.
თაგები:
ალექსანდრე დარახველიძე




