Logo

ალექსანდრე დარახველიძე - სუსმა ჩაატარა დეტალური  და სრულყოფილი გამოძიება, სადაც ყველა კითხვას, რაც BBC-ის ფილმში იყო, გაეცა პასუხი

სამართალი
56
Frontnews image description

სუსმა გაასაჯაროვა ის ინფორმაცია, რა კითხვებიც იყო დასმული ფილმში და გააცნო საზოგადოებას, შესაბამისად, აღნიშნულ ნივთიერებასთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი და შეგიძლიათ, გაეცნოთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, რაც შეეხება პოლიციის მხრიდან გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს, მას იყენებენ მაშინ, როდესაც ადგილი აქვს მასობრივ არეულობას.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარა დეტალური  და სრულყოფილი გამოძიება, სადაც ყველა კითხვას, რაც BBC-ის ფილმში იყო, გაეცა პასუხები. რაც შეეხება პოლიციის მხრიდან გამოყენებულ სპეციალურ საშუალებებს, მას იყენებენ მაშინ, როდესაც ადგილი აქვს მასობრივ არეულობას.

გამოძიებამ ამოიღო ყველა ის დოკუმენტი, რაც დაკავშირებული იყო აღნიშნული ნივთიერების შესყიდვასთან, მის ხარჯვასთან, შესაბამისად, სუსმა გააკეთა დეტალური ინფორმაცია იმ ნივთიერების შესახებ, რომელიც 2007-2009 წლებშია შეძენილი და ფლობდა გდდ. ასე რომ, აქ კითხვები არ არის და თქვენ დამატებით ცდილობთ, რომ გარკვეულობა შემოიტანოთ ამ საკითხში. 

როგორც განგიმარტეთ, სუსს წარედგინა ყველა ის დოკუმენტაცია, რაც აუცილებელი იყო ამ საკითხის გამოსაძიებლად. სუსმა გაასაჯაროვა ის ინფორმაცია, რა კითხვებიც იყო დასმული ფილმში და გააცნო საზოგადოებას, შესაბამისად, აღნიშნულ ნივთიერებასთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი და შეგიძლიათ, გაეცნოთ, წერია ყველაფერი", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები