Logo

ალექსანდრე დარახველიძე - ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განიმარტა, რომ შსს-ს არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია

სამართალი
349
Frontnews image description

ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განიმარტა, რომ შსს-ს არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩატარდა შესაბამისი გამოძიება და დამატებით კვლევების საჭიროება არ დგას.

"ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განიმარტა, რომ შსს-ს არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია, ასევე მიუთითა იმ ნივთიერების თაობაზე, რაზეც იყო საუბარი, ვთქვათ, რა ნივთიერება იყო გამოყენებული კონკრეტული ფოტომტკიცებულებებით, ასევე განცხადებაში მითითებულია თითოეული ნივთიერების თაობაზე, თითქოსდა ეს იყო ისეთი აკრძალული ნივთიერება, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არ გამოყენებულა და აღმოჩნდა, რომ ეს იყო სრული სიცრუე და შესაბამისად, დამატებითად გამოძიების საჭიროება არ არსებობს. ასევე, ბატონი პრემიერის მხრიდან გაჟღერდა, რომ თუ ვინმეს აქვს დამატებითი კითხვები - გარე აქტორებს, მათ შეუძლიათ გაეცნონ საქმის მასალებს", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები