Logo

ალექსანდრე დარახველიძე - ვინ მიიღო ამა თუ იმ სპეცსაშუალებების გამოყენებაზე გადაწყვეტილება, ამაზე გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება

სამართალი
117
Frontnews image description

თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება ამა თუ იმ სპეცსაშუალებების გამოყენებაზე, ამაზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, -  ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც ადგილი აქვს მასობრივ არეულობას, პოლიციას აქვს ვალდებულება, იმოქმედოს იმ პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპით, რაც აუცილებელია საფრთხის აღმოსაფხვრელად.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც ადგილი აქვს მასობრივ არეულობას, ძალადობას, სახელმწიფო უწყებებზე შტურმს, პოლიციას აქვს უფლება, და არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება, იმოქმედოს იმ პროპორციული ძალის გამოყენების პრინციპით, რაც აუცილებელია საფრთხის აღმოსაფხვრელად. ამ შემთხვევაში განმარტება პირდაპირ არის მითითებული.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული სპეცსაშუალებების გამოყენების საკითხებს, ასევე მათი არასწორი გამოყენების საკითხებს, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანი ყურადღებით ვეცნობით ამ გადაწყვეტილებას, კონკრეტული მითითებები არის გაცემული. ეს საკითხები იქნება შესწავლილი და შემდეგ, მოგვიანებით ამაზე იქნება მსჯელობა.

რაც შეეხება კონკრეტულად, თუ ვინ მიიღო გადაწყვეტილება ამა თუ იმ სპეცსაშუალებების გამოყენებაზე, ამაზე როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 20 ივნისის საქმეზე დავა სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები