ალექსანდრე დარახველიძემ საფრანგეთის ელჩთან ერთად, პორტების უსაფრთხოებისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საერთაშორისო სემინარი გახსნა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, საფრანგეთის ელჩთან საქართველოში, ოლივიე კურტოსთან და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის დირექტორ მიხეილ ჩოკოშვილთან ერთად, საერთაშორისო სემინარი სახელწოდებით - „პორტების უსაფრთხოება და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: შავი ზღვიდან ევროკავშირამდე“ - გახსნა.
ალექსანდრე დარახველიძემ სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა, ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, სახელმწიფოს მკაცრ პოლიტიკასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ ეფექტიან ზომებზე.
საერთაშორისო სემინარი საქართველოში, საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, 25-26 ნოემბერს, ქ. ბათუმში იმართება და მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზში ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფოთა თანამშრომლობის გაძლიერებას.
სემინარში მონაწილეობენ ევროპის 13 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების, საბაჟო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
თაგები:
ალექსანდრე დარახველიძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


