ალექსანდრე წულაძე - საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისმა სამიტმა არაერთი ხელშესახები შედეგი მოუტანა უკვე ჩვენს ქვეყანას


ავტორი
Front News საქართველო
დღეს იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი უნგრეთის რესპუბლიკაში, ფაქტობრივად, მთელი მთავრობის შემადგენლობით, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისმა სამიტმა არაერთი ხელშესახები შედეგი მოუტანა უკვე ჩვენს ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, ამ ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო გაფართოვდება თანამშრომლობის სფეროები საქართველოსა და უნგრეთს შორის, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ბუდაპეშტში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება მნიშვნელოვანი შეთანხმებები სამინისტროებს შორის, რაც პირდაპირ აისახება როგორც საქართველოს, ისე უნგრეთის მოქალაქეებზე.
"უმაღლესი განათლების სამივე დონეზე, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრამა - “Stipendium Hungaricum” რომლის საშუალებითაც, ქართველ სტუდენტებს აქვთ საშუალება განათლება მიიღონ უნგრულ უნივერსიტეტებში და ეს ყველაფერი სრულად ფინანსდება უნგრული მხარის მიერ. ასევე, მათ ენიშნებათ სპეციალური სტიპენდია საქართველოს მთავრობის მხრიდანაც. აღნიშნული პროგრამით ათეულობით სტუდენტი სარგებლობს და ჩვენი მიზანია ამ ფორმატის გაფართოება. ასევე, გვსურს, კვლევით ნაწილში ქართველ და უნგრელ ახალგაზრდა მეცნიერებს შორის თანამშრომლობის გაფართოება და ახალგაზრდული მიმართულებით სხვადასხვა ახალი პროექტის დაწყება", - განაცხადა წულაძემ.
თაგები:
ალექსანდრე წულაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს