Logo

ალექსანდრე წულაძემ რუსთავის სკოლების 200-მდე მასწავლებელთან ზოგადი განათლების საფეხურზე დაგეგმილი პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა

პოლიტიკა
216
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ქალაქ რუსთავის სკოლების 200-მდე მასწავლებელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ალექსანდრე წულაძემ პედაგოგებს ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები ასევე, სამომავლო გეგმები გააცნო.

საუბრისას ალექსანდრე წულაძემ მადლობა გადაუხადა პედაგოგებს გაწეული შრომისთვის და ხაზი გაუსვა მასწავლებელთა კარიერული განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობას.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს სწორედ პედაგოგთა მხარდაჭერა და მათი პროფესიული წინსვლისთვის შესაბამისი პირობების შექმნა წარმოადგენს.

შეხვედრის ფარგლებში, მასწავლებლებს კითხვების დასმისა და მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი ესწრებოდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები