Logo

ალექსი ახვლედიანი - ბატონ მამუკა მდინარაძეს მე არ ვიცნობ, ერთ სივრცეშიც არ ვართ არასდროს ნამყოფი, საერთოდ თვალით არ მყავს ნანახი

პოლიტიკა
185
Frontnews image description

ბატონ მამუკა მდინარაძეს მე არ ვიცნობ, ერთ სივრცეშიც არ ვართ არასდროს ნამყოფი, - განუცხადა ჟურნალისტებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა ალექსი ახვლედიანმა.

ალექსი ახვლედიანის თქმით, საგარეჯოში მომხდარის დროს მამუკა მდინარაძე ადგილზე არ იმყოფებოდა.

"ბატონ მამუკა მდინარაძეს მე არ ვიცნობ. ერთ სივრცეშიც არ ვართ არასდროს ნამყოფი. ბატონ მამუკას არც დღემდე შევხვედრივარ. საერთოდ თვალით არ მყავს ნანახი და სამწუხაროდ, არ ვიცნობ ამ ადამიანს. შესაბამისად, არც ყოფილა“, - აღნიშნა მან.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალექსი ახვლედიანის პროცესი გაიმართა. პროცესზე შესვლამდე ახვლედიანმა მედიის შეკითხვებს უპასუხა და თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებული შემთხვევის კონკრეტულ დეტალებზე ისაუბრა.

Advertisement