
ავტორი
Front News საქართველო
გამოძიება გასცემს პასუხს კითხვას, ეს იყო ავტომობილის გაუმართაობით მომხდარი შემთხვევა თუ განზრახ კონკრეტული პირის მხრიდან განხორციელებული ქმედება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წალენჯიხის მერის ავტომანქანის დაწვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე მყისიერად დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.
“ჩვენ მყისიერად დავიწყეთ გამოძიება, თუმცა, მე ვერ დაგეთანხმებით იმაზე, რომ ეს კონკრეტული პირის მხრიდან განხორციელდა. ეს არის გამოძიების პრეროგატივა. როგორც კი შეტყობინება შემოვიდა, გამოძიება დავიწყეთ 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და გამოძიება გასცემს პასუხს კითხვას – ეს იყო შემთხვევით და ვთქვათ, ავტომობილის გაუმართაობით მომხდარი შემთხვევა თუ ეს იყო განზრახ, კონკრეტული პირის მხრიდან ჩადენილი ქმედება. საჭიროა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ამ ფაქტს გამოიკვლევს“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს