
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას,”საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით”, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ.
ახალგაზრდებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და აკადემიის რექტორი ვახტანგ გაბრიჭიძე შეხვდნენ.
ალექსანდრე დარახველიძემ სტუდენტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მიმდინარე აქტუალური საკითხები მიმოიხილა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილისგან მიიღეს.
სტუდენტები ასევე, დეტალურად გაეცნენ აკადემიის საქმიანობას და იქ არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
თაგები:
ალექსანდრე დარახველიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს