ალექსანდრე დარახველიძე – თავდამსხმელს თან ჰქონდა საკმაოდ ძლიერი შეიარაღება, დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სხვა ნივთიერებები


ავტორი
Front News საქართველო
“ოპერაცია დასრულდა წარმატებით, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და თავს კარგად გრძნობენ, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ სპეცოპერაციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.
“ოპერაცია დასრულდა წარმატებით, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და თავს კარგად გრძნობენ. თავდამსხმელი დაკავებულია. დიდი მადლობა ყველა პოლიციელს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს, რომლებმაც მაღალპროფესიულად ჩაატარეს ეს ღონისძიება. მიუხედავად მრავალსაათიანი ღონისძიებისა, ყველაფერი დასრულდა წარმატებით“,- განაცხადა დარახველიძემ.
კითხვაზე, იყო თუ არა თავდამსხმელი დაცვის ყოფილი თანამშრომელი, დარახველიძე აცხადებს, რომ მოქმედი თანამშრომელი არ არის, დანარჩენი ინფორმაცია კი მოგვიანებით გავრცელდება.
მისი თქმით, თავდამსხმელმა პოლიციას დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია.
“თავდამსხმელს თან ჰქონდა საკმაოდ ძლიერი შეიარაღება, დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სხვა ნივთიერებები, დანიშნულია ექსპერტიზა. ის არის დაკავებული, მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცედურო მოქმედებები“,- განაცხადა დარახველიძემ.
37 წლის გრიგოლ ნარსიას 12 ადამიანი 9 საათზე მეტ ხანს მძევლად ჰყავდა აყვანილი.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს