ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ჟენევაში ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ორგანიზებით ჩატარდა.
ჟენევაში საქართველოს დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ნიკო თათულაშვილი ხელმძღვანელობდა.
ღონისძიების პარალელურად, დელეგაციის წევრებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, ყაზახეთის, გაეროს და ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან.
აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წევრებმა დეტალურად ისაუბრეს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ, ასევე სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.
თაგები:
ალექსანდრე დარახველიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს