Logo

ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
576
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ტიგაის აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა ბიუროსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ერთობლივი ღონისძიებების, პოლიციელთა გადამზადებისა და სამინისტროს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით მომავალში კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები