Logo

ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოში ესპანეთის სამეფოს პოლიციის ატაშე მადლობის სიგელით დააჯილდოვა

პოლიტიკა
1471
Frontnews image description

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ესპანეთის სამეფოს პოლიციის ატაშე საქართველოში ხუან ალკოლეა რუისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სამართალდამცავ სფეროში მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისათვის “მადლობის სიგელით” დააჯილდოვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ესპანეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მარკოს გრანადოს გომესი.

ალექსანდრე დარახველიძემ შეხვედრის ფარგლებში აღნიშნა, რომ ხუან ალკოლეა რუისს, რომელიც საქართველოში მოვლენილია 2021 წლიდან განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას შორის ოპერატიული და არაოპერატიული ნაყოფიერი თანამშრომლობის განმტკიცებაში.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, დასაფასებელია მისი უშუალო ჩართულობა და ძალისხმევა საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის რეადმისიის შესახებ საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმისა და მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმების გაფორმების პროცესში.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები