
ავტორი
Front News საქართველო
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საქართველოში გაუარესებული ეპიდსიტუაციის შესახებ საუბრობს.
“ეპიდსიტუაციის გაუარესება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზოგადად, ეპიდსიტუაცია გლობალურად გაუარესებულია და ჩვენს რეგიონში “დელტა” შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება. შესაბამისად, საქართველოშიც “დელტა” შტამის გავრცელება, ასე ვთქვათ, საკმაოდ მაღალია. ამას თან ერთვის ის, რომ რეკომენდაციების შესრულება თითქმის არ ხდება. განსაკუთრებით, ეს ეხება პირბადის ტარებას როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. იქ, სადაც ფიზიკური დისტანცირება ვერ ხერხდება, ამიტომ მსურს, მოვუწოდო მოსახლეობას განსაკუთრებით, რეკომენდაციები დაიცვან”, – განაცხადა გოგინავამ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს