ალექსანდრე ხოჯევანიშვილი – ვიქნები პირველი ადამიანი, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება


ავტორი
Front News საქართველო
“ეს რაც ხდება არის ძალიან მძიმე. ეს ყველაფერი აზიანებს ქართულ სახელმწიფოს, ქართულ ეკლესიას, სახელმწიფო უწყებებს, რომლებსაც მე წლების განმავლობაში ვემსახურებოდი და ვემსახურები. არ ვაპირებ ამ საკითხზე ჭორაობას”- განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მედიასთან გაკეთებულ კომენტარში.
“აუცილებელია, ჩატარდეს გამჭვირვალე, ღია გამოძიება და რა თქმა უნდა, ნათელი მოეფინოს ყველაფერს – ჯერ უნდა დადასტურდეს აღნიშნული დოკუმენტების ავთენტურობა, უნდა გაირკვეს საერთოდ აქ რა არის სიმართლე და რა არა, და ამის შემდგომ უნდა გაკეთდეს დასკვნები. ეს არის უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ჩემთვის. მინდა ცალსახად დაგიდასტუროთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოღვაწეობის პერიოდში, არასოდეს ვყოფილვარ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კურატორი. და მინდა მივმართო თეა წულუკიანს, მის საკურატურო სფეროებს მიხედოს, რომ სხვის ძიებაში უცებ არ ჩამოეშალოს. ეს არის ჩემი კომენტარი! ვიქნები პირველი ადამიანი, რომელიც გამოძიებას მაქსიმალურად დაეხმარება და გავაკეთებ ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ ამ ყველაფერს ფარდა აეხადოს“ – აცხადებს ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.
თაგები:
ჩანაწერები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს