
ავტორი
Front News საქართველო
აუცილებელია, რომ ოპოზიცია წარმოდგენილი იყოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ეს უძველესი ტრადიციაა საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა.
მისი თქმით, NDI-სთან ისეთ საკითხებზე ექნებათ შეხვედრები და საუბრები, რომლებიც ცესკოსთან მიმართებით იქნება მნიშვნელოვანი.
“ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს დავაყენებთ, როცა შეხვედრები გვექნება NDI-სთან, როგორც უკვე დავაყენეთ, როცა ვიზიტები გვქონდა ევროპასა და ამერიკაში. აუცილებელია, რომ ოპოზიცია წარმოდგენილი იყოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ეს უძველესი ტრადიციაა საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში და რატომღაც “ქართულმა ოცნებამ“, პირადად ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ უნდა ამოეღოთ ოპოზიცია ცესკოდან. უკვე ვიცით, რომ NDI-მ იცის ამ ყველაფრის შესახებ და მთავარია, რა რეაგირება იქნება ვაშინგტონიდან”, – განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.
NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და მოსახლეობის ევროპული და ევროატლანტიკური პროცესის მხარდაჭერას კონსტრუქციული რეკომენდაციების გაცემის გზით.
თაგები:
ცესკო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს