Logo

ალექსანდრე კრევო-ასათიანი – მომდევნო სამი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება

პოლიტიკა
1002
Frontnews image description

საქართველოსთვის ეს უნდა იყოს მკაფიო მესიჯი, რადგან ყველა ძალა, რომელიც იბრძვის დღეს დემოკრატიის გადასარჩენად, უნდა გაერთიანდეს, მიუხედავად წარსულში დაპირისპირებისა, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა.

 

“ვიმყოფებით რესპუბლიკელების კონგრესზე, სადაც ოფიციალურად უნდა აირჩიონ დონალდ ტრამპი, როგორც რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. ძალიან საინტერესოა ჯეი დივანსის ვიცე პრეზიდენტად დანიშვნის საკითხი, რადგან ის ყოველთვის წარმოადგენდა ანტიტრამპისტულ ფლანგს რესპუბლიკურ პარტიაში, მაგრამ მათ გადაწყვიტეს ერთიანობა მეორე მხარის დასამარცხებლად. ჩვენთვის კი, საქართველოსთვის ეს უნდა იყოს მკაფიო მესიჯი, რადგან ყველა ძალა, რომელიც იბრძვის დღეს დემოკრატიის გადასარჩენად, უნდა გაერთიანდეს, მიუხედავად წარსულში დაპირისპირებისა. ერთიანობა იყო მთავარი მესიჯი დღევანდელ კონგრესზე და მომდევნო სამი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი შეხვედრები გვექნება”, – განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.

 

“ნაციონალური მოძრაობის” საგარეო დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ქავთარაძე და საგარეო მდივნის მოადგილე ალექსანდრე კრევო-ასათიანი აშშ-ში, მილუოკში რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე იმყოფებიან.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები