
ავტორი
Front News საქართველო
საქართველო დღეს არის ერთადერთი დასანქცირებული ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში. დღეს, ჩვენს ხელისუფლებას უფრო მეტი კავშირი აქვს ნიკარაგუასთან და მალისთან, ვიდრე ლონდონთან და პარიზთან, – ამის შესახებ პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ალექსანდრე კრევო ასათიანმა განაცხადა.
“ვენესუელა, ზიმბაბვე, ნიკარაგუა, მიანმარი, მალი, ავღანეთის ისლამური საემირო, კამბოჯა და ახლა საქართველო- ეს არის ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც პოლიტიკური ლიდერები დღეს არიან დასანქცირებული კორუფციის და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლის გამო. სამწუხაროდ, ეს არის სია, სადაც საქართველო დღეს დგას. ტრაგიკული სია, რომელიც აჩვენებს სად დგას დღეს ჩვენი სახელმწიფოს ღირებულებები და იდეოლოგია.
საქართველო დღეს არის ერთადერთი დასანქცირებული ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში. საქართველო დღეს არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა დასანქცირებული პოლიტიკური ლიდერებით. დღეს, ჩვენს ხელისუფლებას უფრო მეტი კავშირი აქვს ნიკარაგუასთან და მალისთან, ვიდრე ლონდონთან და პარიზთან”, – განაცხადა ალექსანდრე კრევო ასათიანმა.
აშშ-მა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც შეეხება “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, ძალოვნებს და კერძო პირებს.
თაგები:
ნაციონალური მოძრაობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს