Logo

ალექსანდრე კვიტაშვილი Consumer Choice Center-ის მრჩევლად დაინიშნა

პოლიტიკა
1091
Frontnews image description

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი მომხმარებელთა არჩევანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციაში, ჯანდაცვის საკითხებში მრჩეველად დაინიშნა. ინფორმაციას ორგანიზაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

“ძალიან მოხარული ვარ, რომ ვუერთდები ორგანიზაციას როგორც მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში. მე ვაკვირდები მის მუშაობას დაარსების დღიდან და გაოცებული ვარ მათი მიღწევებით. მოუთმენლად ველი მათთან აქტიურ თანამშრომლობას ჯანდაცვის სექტორში“, – განაცხადა კვიტაშვილმა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დამოუკიდებელი კონსულტანტი ალექსანდრე კვიტაშვილი 2014-2016 წლებში უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

 

იქამდე, 2008-2010 წლებში ალექსანდრე კვიტაშვილი იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, 2010-2013 წლებში კი თსუ-ის რექტორი.

თაგები:

ჯანდაცვა
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები